ელისო კილაძემ მისი შვილის საკნიდან გაყვანის დეტალებზე სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა

  • 21 აპრილი 12:54
  • 833

გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორმა მისი შვილის დავით ხარშილაძის საკნიდან გაყვანის დეტალებზე სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ელისო კილაძის განცხადებით, გუშინ საღამოს, მისი შვილი გაიყვანეს გლდანის N8 დაწესებულებიდან, ის გადაიყვანეს სასამართლოში და სასამართლომ ისე დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ადვოკატებს არ ჰქონდათ.

„გამომძიებელი, რომელმაც შეკერა ჩემი შვილის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ესწრებოდა ჩადების სპეცოპერაციას და რომელიც ამ ყველაფრის დოკუმენტალურად „გაპრავებაში“ მონაწილეობდა, მივიდა ციხეში, გამოიყვანა პატიმარი, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოებაა თურმე დაწყებული იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი შვილი დაკავების მომენტში იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერება „ბუპრენორფინის“ ზეგავლენის ქვეშ.

მინიმუმ ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე მაინც უნდა ყოფილიყო გუშინდელ სასამართლო პროცესზე მიწვეული, იმიტომ რომ ის არის მოწმე, ამ ადმინისტრაციული საქმის წარმოების დროს ესწრებოდა არა მხოლოდ როგორც ადვოკატი, არამედ უშუალოდ მონაწილეობდა ამ საგამოძიებო მოქმედებაში“,-განაცხადა კილაძემ.

სხვა სიახლეები