კილაძე: „ ჩემი შვილის ჩვენების მიხედვით, ამ პიროვნების მანქანიდან გადმოიღეს ორი პაკეტი ფხვნილი, რომელიც მას ჩაუდეს“

  • 21 აპრილი 12:30
  • 559

გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორის განცხადებით, მან მოახერხა შსს-ს იმ მაღალჩინოსნის იდენტიფიცირება, რომელიც მისი შვილის დაკავების ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა. ელისო კილაძის ინფორმაციით, ამოცნობილია პროცესში მონაწილე რამდენიმე პოლიციელიც. კილაძე უშუალოდ მისი შვილისთვის ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებაში შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის სამმართველოს უფროსს რამაზ თარაშვილს ადანაშაულებს. ჟურნალისტის ინფორმაციით, სწორედ თარაშვილის ავტომობილიდან ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც მის შვილს ჩაუდეს.

„მე მუდმივად ვაპელირებდი, რომ შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა შსს-ს ერთერთი მაღალჩინოსანი, კადრში გამოჩნდა ამ მაღალჩინოსნის მანქანა, ჯიპი, მისი სამსახურეობრივი მანქანაა ეს. კადრში ჩანს რამაზ თარაშვილი, ის არის შსს-ს მაღალჩინოსანი, მთავარი სამმართველოს უფროსი ნარკოტიკებთან ბრძოლის კუთხით, მინისტრის მოადგილის რანგი აქვს ლამის. მე როგორც ვიცი, რამაზ თარაშვილი არის დაკითხული, ეს არის ადამიანი, რომელიც არის გოგაშვილის რეკომენდირებული. ჩემი შვილის ჩვენების მიხედვით, ამ პიროვნების მანქანიდან გადმოიღეს ორი პაკეტი ფხვნილი, რომელიც მას ჩაუდეს“,-განაცხადა კილაძემ.

სხვა სიახლეები