მდინარაძე: მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებასთან დაკავშირებით საბოლოო კონსესუსი ჯერჯერობით გუნდში მიღწეული არ არის

  • 21 აპრილი 11:28
  • 296

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, უმრავლესობაში ჯერ კიდევ არ არსებობს საბოლოო გადაწყვეტილება, მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. მამუკა მდინარაძის თქმით, პროექტში წარმოდგენილია მმართველი გუნდის ხელმძღვანელების პოზიცია და ინიცირება მოხდება ამ წესით, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ გარკვეული ცვლილებები იყოს წარმოდგენილი.

„მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებასთან დაკავშირებით და პროპორციულ არჩევნებთან დაკავშრებით, საბოლოო კონსესუსი ჯერჯერობით გუნდში მიღწეული არ არის. პროექტში წარმოდგენილია მმართველი გუნდის ხელმძღვანელების პოზიცია, ინიცირება მოხდება ამ წესით, თუმცა ბევრ საკითხთან დაკავშირებით მოხდება ცვლილებების დახვეწა და გამორიცხული არ არის, რომ გარკვეული ცვლილებები იყოს წარმოდგენილი, როდესაც სასესიო განხილვა მოხდება“,-განაცხადა მდინარაძემ.

სხვა სიახლეები