სროლა პარიზში - თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

  • 21 აპრილი 10:38
  • 691

პარიზში მომხდარ თავდასხმაზე, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი გარდაიცვალა და ორი დაიჭრა, პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ამ ინფორმაციას სააგენტო REUTERS-ი ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდეტმა ფრანსუა ოლანდმა შანზ ელიზეზე მომხდარს „მხდალი მკვლელობა“ უწოდა.

სამართალდამცველებმა ხუთშაბათ საღამოს, მომხდარის გამო მოქალაქეებს ტერიტორია დაატოვებინეს.

არსებული ინფორმაციით, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

ახალი ამბები

2946 სტატია

სხვა სიახლეები