ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა ჩადენილ მკვლელობაში სრულად დამნაშავედ ცნეს

  • 21 აპრილი 10:24
  • 613

ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა ჩადენილ მკვლელობაში სრულად დამნაშავედ ცნეს. დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი მიუსჯიან თუ არა ბრალდებულს უვადო პატიმრობას. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. სასამართლო პროცესი 15:00 საათზე გაიმართება. სხდომას ნაფიცი მსაჯულები არ დაესწრებიან.

პროკურორ ზაზა დათუკიშვლის განცხადებით, ნაფიცმა მსაჯულებმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს. მისი თქმით, ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს უვადო პატიმრობა.

„იმის გათვალისწინებით, რომ წარდგენილი მტკიცებულებები, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები სრულად ადასტურებდა აბსოლუტურად ყველა ბრალდებას, ეს იყო ერთადერთი მოსალოდნელი და სამართლიანი ვერდიქტი. გაიმართება სასჯელის დანიშვნის სხდომა, რა თქმა უნდა, ჩადენილი ქმედებების სიმძიმიდან და ხასიათიდან გამომდინარე ბრალდების მხარის პოზიცია არის და იქნება, რომ მსჯავრდებულ გიორგი ხაბელაშვილს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთა“,-განაცხადა დათუკიშვილმა.

სხვა სიახლეები