საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი საგანგებო სხდომის გამართვას აპირებს

  • 21 აპრილი 01:31
  • 1204

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი პარიზში განხორციელებული სროლებთან დაკავშირებით საგანგებო სხდომის გამართვას აპირებს.

ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციელის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ელისეის მინდვრებთან, ტრიუმფალური თაღიდან თანხმობის მოედნამდე ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

პოლიციელები მოქალაქეებს სთხოვენ, თანხმობის მოედნისკენ რაც შეიძლება სწრაფად გადაადგილდნენ.

ადგილის პატრულირება ხდება ჰაერიდანაც. 

ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია ერთი პოლიციელი, ერთი კი დაიჭრა. დამნაშავეთაგან ერთი ლიკვიდირებულია, ერთმა კი გაქცევა მოახერხა.

სხვა სიახლეები