დონალდ ტრამპი: ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, სინამდვილეში საშინელებაა

  • 21 აპრილი 00:46
  • 1288

პარიზში დღეს მომხდარ სროლას, რომლის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა და ორი დაიჭრა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტერორისტული აქტი“ უწოდა და ფრანგ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა.

"ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, სინამდვილეში საშინელებაა, მაგრამ მეჩვენება, რომ ეს ტერორისტული აქტია", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, პარიზში, ელისეს მინდვრებზე ადგილი ჰქონდა სროლებს. ინციდენტის შედეგად ერთი პოლიციელი მოკლულია, ორი დაჭრილი, ერთ-ერთი თავდამსხმელი კი ნეიტრალიზებულია.

სხვა სიახლეები