რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ „იეჰოვას მოწმეები“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარა და ქვეყნის ტერიტორიაზე მოღვაწეობა აუკრძალა

  • 21 აპრილი 00:29
  • 937

რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით, ორგანიზაცია „იეჰოვას მოწმეების“ ექსტრემისტული საქმიანობა აღიარა და ქვეყნის ტერიტორიაზე მოღვაწეობა აუკრძალა. ამის შესახებ  bbc.com იუწყება.

იუსტიციის სამინისტროს სარჩელის განხილვის შემდეგ, სასამართლო დაეთანხმა, რომ „იეჰოვას მოწმეების“ საქმიანობა შესაძლებელია შეფასდეს, როგორც ექსტრემისტული, რის გამოც ცენტრის ორგანიზაციის ლიკვიდაცია უნდა განხორციელდეს.

სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ განხორციელდეს ორგანიზაციის ქონების კონფისკაცია. ცენტრის წარმომადგენლებს შეუძლიათ განაჩენი გაასაჩივრონ.

სხვა სიახლეები