საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვია

  • 20 აპრილი 23:00
  • 504

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია. ამ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მას აეროპორტში ვიცეპრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და უნგრეთში საქართველოს ელჩი ზაზა კანდელაკი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. იგეგმება ხელმოწერა ოფიციალურ დოკუმენტებზე და უნგრულ-ქართულ ბიზნეს ფორუმში​ მონაწილეობა.

დახვედრის ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით უნგრეთის დელეგაციის წარმომადგენლობითი დელეგაცია ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის გამოხატულებაა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უნგრეთის რესპუბლიკის დელეგაციაში, რომელსაც პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, ეროვნული ეკონომიკის მინისტრი მიჰაი ვარგა, ადამიანური რესურსების მინისტრი ზოლტან ბალოგი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შანდორ ფაზეკაში, ეროვნული განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ანდრაშ არადსკი და პრემიერმინისტრის კაბინეტის უფროსი იანოშ ნაგი იმყოფებიან.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები