"საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე გაცილებით თბილად ვხუმრობთ, ვამბობთ, ჯობია ვიმეგობროთ"

  • 20 აპრილი 19:42
  • 1162

ქართველების КВН-ში გამოსვლას საქართველოში ტრადიციულად კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. AMBEBI.GE იუმორისტ ამიკო ჩოხარიძეს დაუკავშირდა, რომელიც საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრების ერთ-ერთი წევრია.

- ჩვენ ვთამაშობთ უმაღლეს ლიგაში, გადავედით ნახევარფინალში და მიზანი გვაქვს, ფინალშიც მოვხვდეთ, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. საქართველოს "კავეენის" ნაკრები ბოლო წლებში დიდ წარმატებებს აღწევს, სანამ ფინალი ჩატარდება, მანამდე მიწვეული ვართ ფესტივალზე Голосящий КиВи́Н, სადაც 2016 წელს პრეზიდენტის თასი ავიღეთ. მოკლედ, ვშრომობთ ბიჭები და საქართველოს სახელი გაგვაქვს ქვეყნის გარეთ.

- თუმცა, საქართველოში კრიტიკა დაიმსახურეთ ამის გამო...

- კრიტიკას ჯობია გვერდით დაგვიდგეს ეს ხალხი, მხარი დაგვიჭიროს და პატრიოტიზმი გამოიჩინონ, გაიაზრონ, რომ ჩვენ რუსულ გუნდებს ვუგებთ. პირიქით, უნდა უხაროდეთ ჩვენი წარმატება. არც გვაქვს დრო, ყველას ვუსმინოთ, ვინც გვაკრიტიკებს. კონკრეტულ გვარებს და სახელებს არ ვიტყვი, მაგრამ ისეთი ადამიანები გვაკრიტიკებს, რომლებიც ამ თამაშს 1991-92 წლებში თამაშობდნენ რუსეთში, როცა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა იყო. ისინი ჩადიოდნენ რუსეთში, ამ თამაშს თამაშობდნენ და ჰქონდათ პოლიტიკური ხუმრობები. ჩვენ პოლიტიკური ხუმრობები არ გვაქვს.

- ფუმფულა მიშკაზე იხუმრეთ, სააკაშვილზე ხუმრობა არაა პოლიტიკური ხუმრობა?

- ამ ადამიანზე ხუმრობის უამრავი საბაბი არსებობს, ამიტომ არ ვთვლით, რომ ეს პოლიტიკური ხუმრობა იყო. კონკრეტული მწარე ხუმრობები არ გვაქვს. საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე გაცილებით თბილად ვხუმრობთ, ვამბობთ, ჯობია ვიმეგობროთ.

 

 

სხვა სიახლეები