დავით რაქვიაშვილი: „ვითარებაში, როდესაც ქვეყანა 24 საათის განმავლობაში უნდა ზრუნავდეს უსაფრთხოებაზე, საკონსტიტუციო კომისია აუქმებს უშიშროების საბჭოს“

  • 20 აპრილი 18:38
  • 383

უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი საქართველოში და რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, უშიშროების საბჭოს გაუქმებას, რასაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ითვალისიწინებს, საფრთხისშემცველად მიიჩნევს.

„იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი საფრთხის წყარო რუსეთის ფედერაცია, არ იღებს ვალდებულებას ძალის არ გამოყენებაზე საქართველოს წინააღმდეგ და პრაქტიკულად მუდმივად აწარმოებს ჰიბრიდულ ომს ჩვენ წინააღდეგ, როდესაც რეგიონის პრაქტიკულად ყველა ქვეყნა ჩართულია, ან ომში, ან კონფლიქტში და არსებობს კრიზისების გადმოდინების მაღალი ალბათობა საფრთხე, ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა 24 საათის განმავლობაში უნდა ზრუნავდეს უსაფრთხოებაზე, საკონსტიტუციო კომისია აუქმებს უშიშროების საბჭოს, რომელიც არის უმაღლესი პოლიტიკური სათათბირო ორგანო, სადაც განიხილება თავდაცვის ეროვნული უსაფრთხოების, ომის და მშვიდობის საკითხები და ქვეყანას ტოვებს ქმედითი მთავარსარდლის გარეშე“, - აცხადებს დავით რაქვიაშვილი.

ახალი ამბები

2946 სტატია

სხვა სიახლეები