დღეს ინსპექციამ გარემოს დაბინძურებისთვის 14 სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა

  • 20 აპრილი 17:46
  • 1152

„თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის პირველად, 80 ლარიანი ჯარიმით, იორდანიის მოქალაქე დაჯარიმდა. „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, საერთო ჯამში დღეს ინსპექციამ გარემოს დაბინძურებისთვის 14 სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა.

საჯარიმო ოქმების უმრავლესობა (13 საჯარიმო ოქმი) შედგენილია 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით, კერძოდ სიგარეტის ნამწვით გარემოს დანაგვიანებაზე, ხოლო ერთი მათგანი კი მუნიციპალურ ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენის უკანონოდ განთავსებაზე. 

14 სამართალდამრღვევი პირიდან 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

როგორც ცნობილია დღეიდან „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები მოქალაქეებს გარემოს დაბინძურებისთვის დააჯარიმებენ.

ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად:• 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 100 ლარით.• 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 500 ლარით.• ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით. (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას).• ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 150 ლარით.• ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 500 ლარით.• სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ:ფიზიკური პირი -400 ლარით.იურიდიული პირი -1000 ლარით დაჯარიმდება.

სხვა სიახლეები