რუსი ტანმოვარჯიშეები მოდელების ამპლუაში წარსდგნენ

  • 20 აპრილი 15:03
  • 1985

დიზაინერ ბელა პოტემკინას ახალი კოლექციის ფოტოსესიაში მონაწილეობა რუსმა ტანმოვარჯიშე გოგონებმა მიიღეს.

დიზაინერს ამ გადაწყვეტილებით, სურდა ხაზი გაესვა ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის და ყურადღება გაემახვილებინა ახალგზარდა სპორტსმენების წარმატებაზე.

კოლექციაში აქცენტი ტანსაცმლის კომფორტულობასა და ესთეტიურ სილამაზეზეა გაკეთებული. ასევე კოლექცია ვერცხლისფერი, ოქროსფერი და მეტალის დეტალებითაა გაფორმებული.

ინფორმაციას 7days.ru ავრცელებს.

სხვა სიახლეები