სატვირთო გემის ჩაძირვის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკიპაჟის სამი წევრის ცხედარი იპოვეს

  • 19 აპრილი 19:59
  • 2760

შავ ზღვაში სატვირთო გემი «Герои Арсенала» ჩაიძირა. არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის 12 წევრიდან 5 წევრის გადარჩენა მოხერხდა, სამი წევრის ცხედარი უკვე იპოვეს.

ყირიმის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ცნობით, მათ ადგილობრივი დროით 03:54 საათზე SOS-ის სიგნალი მიიღეს. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ეკიპაჟის ხუთი წევრის გადარჩენა მოხერხდა.

სატვირთო გემი პანამის დროშის ქვეშ ცურავდა. არსებული ცნობით, ეკიპაჟის 12 წევრიდან ცხრა უკრაინის მოქალაქე იყო, ორი - რუსეთის, ერთი კი - საქართველოს მოქალაქე.

სატვირთო გემი რუსეთის ქალაქ აზოვის პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა და მარცვლეულით იყო დატვირთული.

თურქული კომპანია Gunes shipping აცხადებს, რომ გემი კარგ მდგომარეობაში იყო. შემთხვევის ადგილზე მუშაობს 13 გემი და 200 მაშველი.

 

სხვა სიახლეები