შავ ზღვაში სატვირთო გემი Герои Арсенала ჩაიძირა

  • 19 აპრილი 12:17
  • 1674

შავ ზღვაში, ქერჩის სრუტესთან პანამის დროშის ქვეშ მცურავო სატვირთო გემი Герои Арсенала ჩაიძირა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული Интерфакс-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, გემზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა, მათგან 5-ის გადარჩენა მოხერხდა, დანარჩენებს კი ამ დრომდე ეძებენ. ეკიპაჟის წევრებიდან 9 რუსეთის მოქალაქეა, 2 უკრაინელი და 1 საქართველოს მოქალაქე.

ხორბლით დატვირთული გემი რუსეთის როსტოვის ოლქიდან თურქეთში მიემგზავრებოდა. 

სამაშველო ოპერაციას ცუდი კლიმატური პირობები აფერხებს.

სხვა სიახლეები