ბრიტანეთის ქალაქ ნიუკასლის სასტუმრო "ინდიგოს" ადმინისტრაციამ სტუმრებს ნომრებში ნაბეჭდი ბიბლიის ნაცვლად, ელექტრონული პროგრამა Kindle შესთავაზა.
The Daily Telegraph-ის ინფორმაციით, წიგნის ტექსტი პროგრამის მეხსიერებაშია ჩატვირთული.
სტუმრებს საშუალება აქვთ, უფასოდ მიიღონ სხვადასხვა რელიგიური ხასიათის სამართალწარმოება, იმ პირობით, რომ მათი ფასი ინტერნეტ მაღაზიაში ხუთ ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს არ გადააჭარბებს. გარდა ამისა Kindle-ში მხატვრული ლიტერატურის წაკითხვაც შესაძლებელია.
მკითხველს ამ სერვისით სარგებლობა 2 ივლისიდან 16 ივლისამდე შეეძლება. სასტუმროს ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ ამ ექსპერიმენტის წარმატებით განხორციელების შემდეგ ეს სერვისი სხვა სასტუმროებშიც ამუშავდება.
სასტუმროს მენეჯერის ადამ მანდეის თქმით, ამ ექსპერიმენტის შთაგონების წყარო ქალაქ ნიუკასლის ლიტერატურული მემკვიდრეობა გახდა. ლონდონს თუ არ ჩავთვლით, დიდი ბრიტანეთის მასშტაბით ნიუკასლიში ყველაზე დიდი დამოუკიდებელი ბიბლიოთეკაა.
სასტუმროს ნაბეჭდი ბიბლიით კომპანია The Gideons International უზრუნველყოფს. ის მთელ მსოფლიოში 94 ენაზე ნათარგმნ წიგნის ეგზემპლარებს უფასოდ ავრცელებს და ძირითადად სასტუმროებთან თანამშრომლობს.
სხვა სიახლეები

