„ჩვენი შემფასებლები, თავად ჩვენივე მომხმარებლები არიან“- თამარ ჯინჭარაძე

  • 18 აპრილი 18:18
  • 1555

PRREBUS-ი ახლადშექმნილი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე ერთი თვის წინ გამოჩნდა. რა სერვისებს სთავაზობს ის მომხმარებლებს და როგორ აპირებს კონკურენციის გაწევას ანალოგი კომპანიებისთვის, ამაზე PRREBUS-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი თამარ ჯინჭარაძე საუბრობს.

„კლიენტებს ვთავაზობთ სხვადასხვა სახის მომსახურებას. სხვა საკონსულტაციო კომპანიებისგან განსხვავებით, გვაქვს მრავალმხრივი შეთავაზებები. იქნება ეს საინფორმაციო მხარდაჭერა, ღონისძიებების დაგეგმვა, პრესკონფერენციების ორგანიზება, თუ საჰაერო/სახმელეთო გადაზიდვები. ჩვენთვის მთავარია, დამკვეთმა ყველაზე დაბალ ფასად მიიღოს ხარისხიანი სერვისი და უმოკლეს დროში იგრძნოს მომსახურების შედეგი. კონკურენცია ამ სფეროში დიდია. კომპანია „პიარრებუსი“ ახლა იკრებს ძალებს, თუმცა ჩვენი გუნდის წევრებს აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ივენთების დაგეგმვის, ასევე ბეჭდური თუ სატელევიზიო სფეროს მიმართულებით. არ ვუშინდებით გამოწვევებს და ვცდილობთ დავამტკიცოთ ჩვენი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ჩვენი შემფასებლები, თავად ჩვენვე მომხმარებლები არიან“, - განაცხადა თამარ ჯინჭარაძემ.

მისივე თქმით, კომპანიის მიზანია, პროფესიული რჩევის გზით დაეხმაროს სხვადასხვა ორგანიზაციებს წარმატებისა და სასურველი შედეგის მიღწევაში.

PRREBUS

[NS]

სხვა სიახლეები