ბიზნესი და ციფრული მარკეტინგი!

  • 18 აპრილი 12:07
  • 965

ბიზნესი და ციფრული მარკეტინგი!

ციფრული მარკეტინგის განვითარებამ ბიზნესის კეთების სპეციფიკა რადიკალურად შეცვალა!

დღეს მომხმარებელი პროდუქციის/მომსახურების შეძენამდე ყოველთვის სტუმრობს შესაბამისი კომპანიის ვებ-გვერდს, ფეისბუქს, ინსტაგრამსა და სხვა სოციალურ მედია გვერდებს

მომგებიანი ბიზნესის არსებობა სოციალური ქსელების გარეშე წარმოუდგენელია!

განვიხილოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელთა განხილვაც დაგეხმარებათ ფეხი აუწყოთ თანამედროვე ბიზნესში არსებულ სტანდარტებს და შექმნათ ეფექტური მარკეტინგული სტრატეგია თქვენი ბრენდის წარმატებისათვის! 

თანამედროვე ვებ-საიტები

იმისათვის, რომ თქვენმა პროდუქციამ/მომსახურებამ მომხმარებელი დააინტერესოს აუცილებელია გქონდეთ თანამედროვე ვებ-საიტი.

თქვენი ვებ საიტიგამორჩეული უნდა იყოს, როგორც ვიზუალით, ასევე დახვეწილი ტექსტური მასალით.

ყველაფერთან ერთად, საიტი უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილ სტანდარტებს, მისი სიჩქარე უნდა იყოს ოპტიმალური, ტექსტური მასალა გამართული და ამომწურავი.

საიტის დამზადება იოლი საქმე სულაც არ არის! მისი შექმნისათვის აუცილებელია მიმართოთ პროფესიონალებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ვებ-გვერდი ტექნიკურად გაუმართავი აღმოჩნდეს, რაც თქვენ ბიზნესს არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააგდებს, არაფერი რომ აღარ ვთქვათ საიტის დიზაინზე და მის მნიშვნელობაზე. 

მობილური აპლიკაციის შექმნა

მობილურმა აპლიკაციებმა თანამედრო ბიზნესს სახე მნიშვნელოვნად შეუცვალა. ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეს მომხმარებლების უმრავლესობა მობილური ტელეფონებით სტუმრობს. შესაბამისად, მობილური აპლიკაციების როლი ბიზნესის სფეროშიც გაიზარდა.

 მობილური აპლიკაციის დამზადება ახალ საფეხურზე გადაიყვანს თქვენს ბიზნესს და დაგეხმარებათ პოტენციური კლიენტების მოძიებაში! 

მომხმარებელზე მორგებული სოციალური ქსელები

როგორც აღინიშნა სოციალურ ქსელი გადამწყვეტ როლს თამაშობს, თქვენი ბიზნესის წარმატებაში.

მომხმარებელი ფეისბუქის, ინსტაგრამისა თუ სხვა სოციალური ქსელის საშუალებით თქვენს პროდუქციას/მომსახურებას ეცნობა და აფასებს მის ხარისხს. თუკი თქვენს ფეისბუქ გვერდზე განთავსებული საიმიჯო პოსტები შესაბამისად გაფორმებული, ბრენდირებული არ იქნება მომხმარებელს მათ მიმართ დადებითი განწყობა არ შეექმენება... ეს იმას ნიშნავს, რომ დაკარგავთ პოტენციურ მყიდველს, რომელიც დაინტერესებული იყო თქვენი მომსახურებით.

ფეისბუქ გვერდის მართვა შესაბამის ცოდნასა და კვალიფიკაციას საჭიროებს. ეს არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, რადგან მოითხოვს რიგი საკითხების სიღმისეულ შესწავლას, მომხმარებელთან კომუნიკაციას, ტექსტურ-ვიზუალური მასალის მომზადებას და სხვა. 

ბოლოსიტყვაობა 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესში წარმატების მისაღწევად  აუცილებელ წინაპირობას თანამედროვე ტენდენციების შესწავლა და ათვისება წარმოადგენს. თუკი ზემოთ განხილულ ყველა საკითხს დანერგავთ თქვენს ბიზნესში დადებითი შედეგი ნამდვილად არ დააყოვნებს! 

[R]

სხვა სიახლეები