ქუთაისში მეზობლებს შორის დაპირისპირებას სროლა მოჰყვა

  • 17 აპრილი 21:25
  • 952

ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე, მეზობლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ ერთმა მათგანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა.

ადგილზე პოლიციაა მობილოზებული.

მოქალაქე ბუნა ხატოველის განცხადებით, მეზობელმა მისი სახლის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. მისივე თქმით, კონფლიქტი მეზობლებს შორის, ხატოველის სახლის გაქურდვით დაიწყო.

"დიდი ხანია დაპირისპირება გვაქვს. სახლთან რომ გავიარე ჩემი მეზობელი იარაღით გამოვიდა და ჩემი სახლის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. არავინაა დაშავებული", - განაცხადა ბუნა ხატოველმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

სხვა სიახლეები