ქედაში ავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა

  • 17 აპრილი 17:44
  • 1279

ქედაში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც მცირეწლოვანი გარდაიცვალა, ხოლო 8 ადამიანი დაშავდა. 4 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სხვა სიახლეები