ვნუკოვოს აეროპორტში თბილისიდან ჩაფრენილი თვითმფრინავი სამიმოსვლო ბილიკიდან გადავიდა

  • 16 აპრილი 23:29
  • 2093

მოსკოვის აეროპორტ ვნუკოვოში სამგზავრო თვითმფრინავი სამიმოსვლო ბილიკიდან გადავიდა, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სამგზავრო თვითმფრინავში Boeing-737, რომელიც თბილისიდან მოსკოვში ჩაფრინდა, 106 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

"თვითმფრინავი დაჯდომის დროს გასცდა სამიმოსვლო ბილიკს. არავინ დაშავებულა. ახლა თვითმფრინავის ევაკუაცია ხდება", განაცხადეს აეროპორტის პრეს-სამსახურში.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მოსკოვში მკვეთრად გაუარესებულ ამინდს უკავშირდება.

სხვა სიახლეები