"შეხედეთ ერთმანეთს და კითხეთ, რით ხართ სხვაზე უკეთესი ..."

  • 16 აპრილი 13:20
  • 1672

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ვიღაც აღდგომაზე რაიონში წამსვლელებზე ქილიკობს, ვიღაც რაიონში წამსვლელი თავად ქილიკობს წინასწარ, მისი აზრით ის თავად არ იყოს ე.წ. სოფლელი.

რაა ეს? რას კადრულობთ. ჩვენ ყველა ერთნი ვართ და ყველა პროვინციელნი ვართ აღდგომის დღეებში იერუსალიმელებთან შედარებით.

იერუსალიმის მცხოვრებნი კი პროვინციელნი არიან სვეტიცხოვლობა დღეს. შეხედეთ ერთმანეთს და კითხეთ, რით ხართ სხვაზე უკეთესი და ნუ ამაყობთ რომ თქვენი წინაპარი თბილისელია. ნუ ამპარტავნობთ. თქვე პროვინციალნო"

სხვა სიახლეები