„რეალის“ ფეხბურთელები რონალდუს სათადარიგო რიგებში გადაყვანას ითხოვენ

  • 11 აპრილი 15:40
  • 5604

მადრიდის „რეალის“ შვიდი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ წავიდა. მათი განცხადებით, რონალდუ მუდამ პრივილეგიებით სარგებლობს, ზედმეტად ამპარტავანია და მოედანზე ბოლომდე არ იხარჯება.

სავარაუდოდ, ფეხბურთელები რონალდუს სათადარიგო რიგებში გადაყვანას ითხოვენ.

კრიშტიანუს წინააღმდეგ ალვარო მორატა, მარკო ასენსიო, გარეტ ბეილი, მატეო კოვაჩიჩი, ლუკა მოდრიჩი, ლუკას ვასკესი და ტონი კროოსი არიან.

ასევე, იანვარში, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, პორტუგალიელ ფეხბურთელს კონტრაქტის დამთავრებამდე გაყიდის. კრიშტიანუს კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს.

სავარაუდოდ, პერესი ფეხბურთელს  2018 წელს, იაპონურ კლუბს მიჰყიდის, სადაც რონალდუს ძალიან კარგი შემოთავაზება აქვს.

კრიშტიანუ რონალდუ „რეალში“ 2009 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან 22 მატჩი ჩაატარა, 18 გოლის ავტორი გახდა და 6 გადამწყვეტი პასი ჩააწოდა.

ინფორმაციას rambler.ru ავრცელებს.

სხვა სიახლეები