ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა

  • 08 აპრილი 21:20
  • 4379

ხორვატიის ქალაქ სპლიტში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც მონაწილეობა ქართველმა სპორტსმენებმაც მიიღეს.

ტურნირის ბოლო დღეს მძიმე წონაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე ასპარეზობდნენ.

ატაცში ორივე ქართველმა ძალოსანმა სამივე ცდა გამოიყენა. ირაკლი თურმანიძემ შეჯიბრი 201 კილოთი მესამე ადგილზე დაასრულა. ლაშა ტალახაძემ კი 217 კილოგრამი დასძლია, მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ატაცში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

აკვრაში ირაკლი თურმანიძემ შეჯიბრი ვეღარ განაგრძო, ლაშა ტალახაძემ კი სამივე ცდა გამოიყენა, ბოლო ცდაზე 250 კილოგრამი დასძლია, მთლიანობაში 467 კგ და ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

სხვა სიახლეები