"კოლეგებო, ეს ახალგაზრდა მუსიკოსი ნიკა გვარამიამ აკრძალა!"

  • 21 მარტი 01:47
  • 4655

ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"მივმართავ ქართულ მედიას !

კოლეგებო, ეს ახალგაზრდა მუსიკოსი ნიკა გვარამიამ აკრძალა! აიმიტომ აკრძალა, რომ ამ კაცმა რუსთავი2-ის გენერალური პროკურორისთვის მიუღებელი კომენტარი დაწერა ფეისბუქზე. თან უბრალოდ კი არ აკრძალა, საჯაროდ აჩვენა ყველას თუ რა ენით (ლექსიკით) ესაუბრება საკუთარ თანამშრომლებს, იმ ადამიანებს, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა უნდა ნახოს მაყურებელმა ეკრანზე. ბევრ მათგანს იცნობს ჩვენი საზოგადოება, ესენი პროფესიონალი, ღირსეული და დამსახურებული ადამიანები არიან და მით უფრო სამწუხაროა, რომ ვინმეს შეუძლია ასე ესაუბროს მათ. ყველას გვიმუშავია სადღაც, მაგრამ ხელმძღვანელი ასე ბილწსიტყვაობდეს და ასე "ამკობდეს" მიუღებელი აზრის პატრონს - დაუჯერებელი და წარმოუდგენელია.

აღარაფერს ვამბობ, მენეჯმენტში ასეთ უხეშ ჩარევაზე, თითქმის ყველა გადაცემაში. რა თავისუფლება და დამოუკიდებლობა? ამიტომ მინდა გთხოვოთ ყველას, ვისაც თუნდაც 1 პატარა სააგენტო მაინც გაქვთ, დაუთმეთ თქვენი ფურცლები, გვერდები და საეთერო დრო ამ ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერ მუსიკოსს - გიორგი ცაგარელს. (არ ვიცნობ მას პირადად) ვაჩვენოთ ერთმანეთს, რომ საქართველოში ვერავინ, ვერავის აკრძალავს!!! რომ მედია თავისუფალია !!! რომ ერთი ვერაგი ნაპროკურორალი ვერ შეუქმნის პრობლემებს ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც გამოთქვამს საკუთარ აზრს (შეიძლება არც თუ ისე კორექტულად) და ამის გამო დევნის ობიექტი ხდება ისეთი მძლავრი მედია საშუალებისგან როგორიც რუსთავი 2-ია. გაავრცელეთ ეს ჩემი მიმართვა! მიაკითხეთ ამ მუსიკოსს, დაეხმარეთ გაშუქებაში და მიეცით ნიჭსა გზა ფართო.

პ.ს. 1. ამ ბმულზე გიორგი ცაგარელის გვერდია. - https://www.facebook.com/cagalto 2. ეს კი გვარამიას პოსტია. - https://www.facebook.com/nika.gvaramia.129/posts/760742984094030"

სხვა სიახლეები