ჟორჟოლიანი: მერია სწორად მოიქცა, დიახ, ქალაქის ცენტრი არ უნდა გავდეს ბაზრობას

  • 20 მარტი 21:51
  • 1484

„ეს რა პრანჭვა პოზიციებია. არგუმენტი, ქალაქი ყველასია ცოტა გაუგებარი. მაგ ლოგიკით, შეიძლება ვიღაცამ მოისაქმოს შუა ქუჩაში? თუ ქალაქი ყველას ეკუთვნის და მისი გამოყენება ყველამ, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყვიტოს რა დაგვიცავს ქაოსისგან“,-ამის შესახებ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქში“ წერს..

„გასაგებია, რომ გარემოვაჭრეებს უჭირთ. გასაგებზე მეტია. ამ ადამიანების მდგომარეობაში შესვლა უნდა შეგვეძლოს და მოვახერხოთ, მაგრამ არა ბაზრობის გაკეთებით ქალაქის ცენტრში.

დღეს გამოსვლა და თქმა, ამ ხალხს თურმე უჭირთ და ამიტომ მერიამ არასწორი ნაბიჯი გადადგა პოპულიზმია.

მერია სწორად მოიქცა, დიახ, ქალაქის ცენტრი არ უნდა გავდეს ბაზრობას.

არაპოპულისტური იქნება, თუ ეს პოლიტიკოსები მივლენ დამწვარი საბავშვო ცენტრის თანამშრომლების აქციაზე. კანცელარიასთან უპატრონოდ რომ არიან. კაცი, პასუხის გამცემი რომ არაა.

არაოპულისტური იქნება, თუ ეს პოლიტიკოსები მივლენ ყველა იმ ადამიანის ოჯახში, ვისაც სოციალური დახმარება შეუწყვიტეს და კონკრეტულ ადამიანების ბედის გადაწყვეტას სთხოვენ მერიას.

არაპოპულისტური იქნება , თუ ჩაატარებთ კონკრეტულ ღონისძიებებს ( მახსოვს გოგა ხაჩიძემ ერთხელ შეაგროვა ფული პარლამენტში) და გადაუხდით სწავლის, ექიმის ფულს გარემოვაჭრეების ოჯახის წევრებს.

დგომა და პოპულისტური განცხადებების კეთება ქართული "ბაზარია" და ეგ ბაზარი აღარ გვინდა ზუსტად.

პატივისცემით, ამომრჩეველი ნ.ჟ. არჩევნებიც მალე მოვა“,-წერს ჟორჟოლიანი.

სხვა სიახლეები