თბილისის მერია: ძლიერი ქარის გამო შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

  • 20 მარტი 21:02
  • 650

ძლიერი ქარის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, თბილისის მერის მოადგილეები და რაიონის გამგებლები ქალაქის სხვადასხვა უბნებში იმყოფებიან, სადაც უამინდობამ პრობლემები შექმნა.

მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, ცალკეული შემთხვევების შესახებ დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე 2 722222.

თბილისში ძლიერი ქარია. როგორც news.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისთვის ყველაზე პრობლემური რაიონებია დიდი დიღომი და გლდანი, ფიქსირდება ძირითადად ერთი და იმავე  ტიპის გამოძახებები, რაც ქარის გამო ხეებიდან ტოტების ჩამოტეხვას და ბილბორდების დაზიანებას უკავშირდება. ქარის გამო, ხეების დაცემის შედეგად თბილისში ორი ავტომობილი დაზიანდა

 

სხვა სიახლეები