ქარის გამო, ხეების დაცემის შედეგად თბილისში ორი ავტომობილი დაზიანდა

  • 20 მარტი 19:08
  • 798

ქარის გამო, ხეების დაცემის შედეგად ერთი ავტომობილი „გუდვილთან“, დიღომში დაზიანდა, ერთი კი მუხათგვერდის სასაფლაოსთან, დაშავებული არავინაა.

როგორც news.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისთვის ყველაზე პრობლემური რაიონებია დიდი დიღომი და გლდანი; ფიქსირდება ძირითადად ერთი და იგივე ტიპის გამოძახებები, რაც ქარის გამო ხეებიდან ტოტების ჩამოტეხვას და ბილბორდების დაზიანებას უკავშირდება.

ახალი ამბები

2630 სტატია

სხვა სიახლეები