გიორგი მარგველაშვილი: ანა ზრდასრული მოქალაქეა, მას გააჩნია უფლება გამოხატოს და ჰქონდეს პრინციპული პოზიცია

  • 20 მარტი 18:36
  • 450

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისი შვილი ზრდასრული და თავისუფალი ადამიანია, რომელსაც მას არ შეუძლია აუკრძალოს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება.

ამის შესახებ პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრისას თავისი შვილის, ანა მარგველაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე ისაუბრა. ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ანა მარგველაშილმა თავისი მეგობრის დაკავება პრეზიდენტის განცხადებებს დაუკავშირა.

„ყოველთვის ასე ვასწავლიდი და ყველა საქართველოს მოქალაქეს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ იყვნენ ძალიან პრინციპულები, თუ მათ მიაჩნიათ, რომ მათი, ან მათი ახლობლის უფლება ირღვევა.

შესაბამისად, ანა არის ზრდასრული მოქალაქე ამ ქვეყნის და მას გააჩნია უფლება გამოხატოს და ჰქონდეს პრინციპული პოზიცია.

საერთოდ ვფიქრობ, რომ თავისუფალი ქვეყანა ვერ შედგება, თუ ნებისმიერი მოქალაქე არ იბრძოლებს თავისი და თავისი ახლობლების უფლებებისათვის“, - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

ახალი ამბები

2630 სტატია

სხვა სიახლეები