ეკა ბესელია „ფარულ მოსმენებზე“ - „ჩვენ ამ კანონს მივიღებთ“

  • 20 მარტი 17:42
  • 454

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცადებით, პარლამენტს ეგრეთ წოდებული მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით დისკუსიის დრო აღარ რჩება.

„რაც არ უნდა ეწეროს იმ შენიშვნებში, დისკუსიის დროც კი არ დატოვა პრეზიდენტმა იმიტომ რომ ესაა ამ თვის ბოლო სასესიო კვირა, სხვა სასესიო კვირა აღარ გვრჩება, შემდეგ უკვე კანონი ძალაში უნდა იყოს შესული, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კვირაში პარლამენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

როდესაც დღეს იგზავნება ვეტო, ეს იმას ნიშნავს, რომ დისკუსიის დრო უბრალოდ აღარ არის. რა საკვირველია, ჩვენ ამ კანონს მივიღებთ და ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას არ დავტოვებთ საფთხეების წინაშე.

არც ისაა საამაყო, ვეტოს დადების რაოდენობას თუ დაითვლის პრეზიდენტი. მე არ მგონია, რომ ეს იყოს კარგი ტონის მაჩვენებელი. გერმანიასაც აქვს მსგავსი შესაძლებლობა და აბა იკითხეთ, ბოლოს როდის გამოიყენა პრეზიდენტმა ეს შესაძლებლობა“, - აცხადებს ეკა ბესელია.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ვეტო დაადო ეგრეთ წოდებული ფარული მოსმენების შესახებ კანონთა პაკეტს და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს გადაუგზავნა.

ახალი ამბები

2964 სტატია

სხვა სიახლეები