სალომე ბალაშვილი: „მადლობა „პანცილიონს“ ამისთვის“

  • 20 მარტი 16:38
  • 1517

„გადავწყვიტე აქედანვე მომეძებნა ისეთი სამსახური, სადაც პრაქტიკას გავივლიდი და კვალიფიკაციას ავიმაღლებდი“... - ამბობს სალომე ბალაშვილი, რომელიც „პანცილიონის“ გუნდს რამდენიმე თვის წინ შემოუერთდა.

- სალომე, “პანცილიონში“ როგორ მოხვდი?

- ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მე-4 კურსზე, ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე. შესაბამისად, გადავწყვიტე აქედანვე მომეძებნა ისეთი სამსახური, სადაც პრაქტიკას გავივლიდი და კვალიფიკაციას ავიმაღლებდი. გავიგე, რომ “პანცილიონს“ ვაკანსია ჰქონდა გამოცხადებული კონსულტანტის ვაკანსიაზე, გამოვაგზავნე CV და გამიმართლა...

- რამდენი ხანია რაც “პანცილიონის“ გუნდს შემოუერთდი?

- ჯერ ერთი წელიც არაა. ასე რომ, ახალბედა ვარ... ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. თუმცა თავიდან იყო გარკვეული სირთულეები, ჩემი გამოუცდელობიდან გამომდინარე, მაგრამ მონდომება და შრომისმოყვარეობა დამეხმარა პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. რაც მთავარია, ძალიან დამეხმარა ის გუნდი, რომელიც უკვე მუშაობდა ამ მაღაზიაში. ყველა მათგანი გვერდში მედგა და მეხმარებოდა.

- როგორ ახერხებ სწავლის და მუშაობის შეთავსებას?

- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ამაში ძალიან მიწყობს ხელს კომპანიის ხელმძღვანელობა და ჩემი თანამშრომლები. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მივიღო თეორიული ცოდნა უნივერსიტეტში, პარალელურად გავიარო პრაქტიკა სამსახურში და ჩამოვყალიბდე ნამდვილ პროფესიონალად. მადლობა „პანცილიონს“ ამისთვის...

- ყოველდღე გიწევს მომხმარებელთან “პანცილიონში“ წარმოდგენილი ავეჯის შესახებ საუბარი, ცოტა რამ ჩვენს მკითხველსაც მოუყევით...

- „პანცილიონში“ წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის, ნებისმიერი სახეობისა და დიზაინის, საოჯახო თუ საოფისე ავეჯი. ჩვენი ასორტიმენტის მრავალფეროვნება ჯდება მრავალ სტილსა და დიზაინში, ხოლო მისი მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასები სრულად შეესაბამება ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნას. გარდა ამისა, ჩვენთან შეგიძლიათ შეუკვეთოთ რბილი ავეჯი, ნებისმიერი დიზაინით და არასტანდარტული ზომებით. სამზარეულოები - თქვენთვის საურველი დიზაინის სამზარეულო სტანდარტული ქარხნული მოდელის ფასად... მოკლედ, “პანცილიონში“ შეგიძლიათ იპოვოთ ყველაფერი რასაც ეძებთ თქვენი სახლისა თუ ოფისისთვის.

„პანცილიონი“: „ავეჯი არის ხელოვნება“

[R]

სხვა სიახლეები