"მაგრამ აქ ეს პრობლემა არ არის, აქ სხვაა მთავარი ..."

  • 20 მარტი 16:40
  • 759

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ეს კურიოზი ეხლა არ მინახავს. რაც მარიოტი გაიხსნა ძველი ინტურისტის მაგივრად, მას მერე ვუყურებ გავლა-გამოვლისას.

ბარე ასჯერ ვარ შესული ჯერ კაფეში და მერე სასტუმროს ადმინისტრატორთან თხოვნით, გაესწორებინათ შეცდომა. კერძოდ, მარიოტის კაფეში კიდია სურათი, რომელსაც თავზე აწერია: დავით სარაჯიშვილი. ფოტოზე კი გამომცემელი გრიგოლ ჩარკვიანია. ან სურათი უნდა შეიცვალოს და ან წარწერა. არა და არა.

უნდა გენახათ, რა სახით მიყურებდნენ უკვე მერამდენედ შესული რომ დამინახეს. პრინციპში, ჩარკვიანი და სარაჯიშვილი ერთმანეთს იცნობდნენ, დააწერონ ილფი და პეტროვივით ორივე გვარი და ორივე სურათი დაკიდონ , თუ ვერ გადაუწყვეტიათ, რომელს მისცენ უპირატესობა, მაგრამ აქ ეს პრობლემა არ არის, აქ სხვაა მთავარი: რა პრობლემაა მანდ რა კიდია, როცა ეს ყველას ფეხზე გ ვ კ ი დ ი ა."

სხვა სიახლეები