სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 21 მარტს გამოიდარებს

  • 20 მარტი 16:29
  • 879

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 20 მარტს მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსი იქნება. უამინდობა შენარჩუნდება გვიან ღამემდე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 21 მარტს შედარებით გამოიდარებს, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოშიც აცივდება. ჰაერის ტემპერატურა +8, +13 გრადუსი იქნება.

22 - 26 მარტს მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსი იქნება.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები