გიორგი მღებრიშვილი: არავის შვილობა, არავის პროფესია, არ არსებობს ამ საკითხში ინდულგენცია

  • 20 მარტი 16:01
  • 1941

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მოგონილს უწოდებს ბრალდებას, რომელიც სამართალდამცველთა მხრიდან ნარკოტიკების ჩადებას ეხება. 

"ნებისმიერ შემთხვევაში, მე სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არავინ არაფერს არ უდებს.

ყველა ეს განცხადება ე.წ. ჩადებებთან დაკავშირებით ემსახურება, იმას რომ უნდათ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილება.

არავის შვილობა, არავის პროფესია, არ არსებობს ამ საკითხში ინდულგენცია, ის ფაქტები რაც სახეზე გვაქვს ეს არის რეალური ფაქტები და ყველა საუბარი. ე.წ. ჩადებებზე ეს არის მოგონილი," - განაცხადა შს მინისტრმა ბრიუსელში ქართველ ჟურნალსტებთან საუბრისას.

სხვა სიახლეები