ალეკო ელისაშვილი: მიმაჩნია, რომ სასამართლო ყურმოჭრილი ყმა გახდა. სამართლებრივად ბოლომდე ვიბრძოლებ

  • 20 მარტი 15:52
  • 466

"სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილება იყო. მიმაჩნია, რომ სასამართლო ყურმოჭრილი ყმა გახდა. ეს დღევანდელმა გადაწყვეტილებამაც დაადასტურა.

გარდა ამისა, ეს არის ცუდი სიგნალი ყველასთვის. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ბესელია კორუმპირებულია და ეს სადაო აღარაა, უბრალოდ, ეს არის სიგნალი, რომ თუ ვინმე გაბედავს და ან ბესელიას, ან რომელიმე ”ოცნების” მექრთამე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს, ისევე მოექცევიან, როგორც მე მომექცნენ. ეს ჩიკაგოს მაფიის მეთოდებს გავს, თუმცა მე არ შევშინდები და რა თქმა უნდა, სამართლებრივად ბოლომდე ვიბრძოლებ”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს, ისევე როგორც წინა ხელისუფლების დროს, სასამართლო კვლავ ”დაქვემდებარებულია” ხელისუფლებას.

”მოსამართლე ქეთევან კუჭავა გახდა ურთმელიძეების და ნაზღაიძეების დამქაში. სამწუხარო არის ის ფაქტი, რომ როგორც მიხეილ სააკაშვილის დროს იყო ლაგამამოდებული სასამართლო და თავის ნებაზე აცეკვებდა სასამართლოს, ასევეა ახლაც. მე, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას და გავასაჩივრებ როგორც კი სასამართლო გამომიგზავნის გადაწყვეტილებას. ის, რომ მე შევშინდე და ჩემი სიტყვებიდან უკან დავიხიო? - ვერ მივართვი. ძალიან ცუდია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელიას სახე მიიღო. ესენი არიან კოლექტიური ეკა ბესელიები”, -განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას სარჩელი საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

წყარო: interpressnews.ge

სხვა სიახლეები