ალეკო ელისაშვილს სასამართლომ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების „რუსთავი2“-ის ეთერში უარყოფა და ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა

  • 20 მარტი 15:45
  • 912

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პარლამენტის დეპუტატის ეკა ბესელიას სარჩელი საკრებულოს დეპუტატის ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ. ალეკო ელისაშვილს სასამართლომ  ეკა ბესელიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების „რუსთავი2“-ის ეთერში უარყოფა და ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა.

როგორც ცნობილია, ჯარიმის თანხის გადარიცხვას კომიტეტის თავმჯდომარე მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარების ფონდში აპირებს.

ეკა ბესელია სასამართლოს სთხოვდა დედაქალაქის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს 20 500 ლარის ოდენობის ჯარიმა დაკისრებოდა.

ალეკო ელისაშვილმა 2015 წელს განაცხადა, რომ მაშინ როდესაც ის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, ეკა ბესელია და მანანა კობახიძე "კოკაინის საქმის" ფიგურანტების შეწყალებას ითხოვდნენ.

სხვა სიახლეები