ანჯელინა ჯოლის პირველი შვილის ბიოლოგიური მამა საკუთარ უფლებებზე საუბრობს

  • 20 მარტი 15:07
  • 1761

ანჯელინა ჯოლის პირველი შვილის, მედოქსის, მამა საკუთარ უფლებებზე ალაპარაკდა.

კამბოჯას საქველმოქმედო ორგანიზაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მუნ სარატმა, განაცხადა, რომ მედოქსის ოფიციალური მეურვე ის არის, ჯოლიმ კი საბუთები გააყალბა.

ამის დასამტკიცებლად მან შესაბამისი დოკუმენტები წარადგინა.

„ის ისევ ჩემი შვილია“,-განაცხადა სარატმა.

იმ დროს, როცა ანჯელინა ჯოლიმ მედოქსი იშვილა, აშშ-ში, სამხრეთ-აზიიდან ბავშვის აყვანაზე სერიოზული იურიდული შეზღუდვა მოქმედებდა. 

აგენტი ლორინ გალინდო,  რომელიც კამბოჯაში ბავშვების მეურვეობის საკითხებთან მუშაობდა, მათ შორის მედოქსის საქმეზეც, ამჟამად დაკავებულია, კანონების დარღვევისთვის.

თავად მსახიობს ამის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

ინფორმაციას რუსული „კოსმოპოლიტენი“ ავრცელებს.

სხვა სიახლეები