„არანაირ დირექტივებს და მესიჯებს პროკურატურა მის საქმიანობასთან დაკავშირებით არ იღებდა, არ იღებს და არ მიიღებს“

  • 20 მარტი 15:09
  • 689

ე.წ. სახელისუფლებო მესიჯბოქსებთან დაკავშირებით, კომენტარი მთავარმა პროკურორმა გააკეთა. ირაკლი შოთაძის განცხადებით, პროკურატურა არავისგან არ იღებს დირექტივებს, მისი თქმით, ერთადერთი დირექტივა პროკურატურისთვის არის საქართველოს კონსტიტუცია და კანონები.

„მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არავისგან არაფერს არ ვღებულობთ, ჩვენ, თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე საზოგადოების ინფორმირებას ვახდენთ შესაბამისი საქმის საჭიროებებიდან და გამოძიების ინტერესებიდან  გამომდინარე. არანაირ დირექტივებს და არანაირ მესიჯებს პროკურატურა მის საქმიანობასთან დაკავშირებით არ იღებდა, არ იღებს და არ მიიღებს, ერთადერთი, ჩვენთვის დირექტივა არსებოს საქართველოს კონსტიტუცია და კანონები“,-განაცხადა შოთაძემ.

ელექტრონული წერილების მიხედვით, რომელიც „პოსტ სკრიპუტმს“ კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, ირკვევა, რომ „ქართული ოცნების“ წევრებისთვის იგზავნება წერილები, სადაც წინასწარ არის არის მომზადებული ტექსტი, რაც კამერის წინ უნდა ილაპარაკონ. ასევე „პოსტ სკრიპტუმის“ ცნობით,  ტექსტები დეპუტატების გარდა პროკურატურისა და უშიშროების წარმომადგენლებსა და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს ეგზავნებათ.

სხვა სიახლეები