ოთარ კახიძე: „რაც მეტ შეცდომას დაუშვებენ, მით უფრო მარტივად გაიმარჯვებს თავისუფალი სიტყვა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“

  • 20 მარტი 14:48
  • 266

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლო დაკვეთას ასრულებდა.

„რაც მეტ შეცდომას დაუშვებენ, მით უფრო მარტივად გაიმარჯვებს თავისუფალი სიტყვა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.

ხელისუფლება ცდილობს, რომ ამ ვითარებიდან გამოძვრეს, მაგრამ ისინი არიან სამართლებრივ ჭაობში და ყოველი ახალი მოძრაობა მათ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.

უზენაესი სასამართლო რომ დაკვეთას ასრულებდა, ეს ყველასთვის ნათელი იყო, აბსოლუტურად გასაგები იყო, რომ შეუძლებელი იყო ერთ და ორ დღეში საქმის განხილვა, ამიტომ  შეეცადნენ უკანა რიცხვით რაღაცეების გასწორებას“, - აცხადებს ოთარ კახიძე.

ახალი ამბები

2630 სტატია

სხვა სიახლეები