კვაჭანტირაძე: ვეტოს არსებობის შემთხვევაში, ვეტო დაძლეული იქნება

  • 20 მარტი 14:33
  • 243

ე.წ. მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტს ხვალ ეწურება გადაწყვეტილების მიღების ვადა. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ვეტოს არსებობის შემთხვევაში ვეტო დაძლეული იქნება. ამის შესახებ ზვიად კვაჭანტირაძემ ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლებელია „რაღაც მაინც იქნეს გათვალისწინებული, გააჩნია, რა შემხვედრი წინადადება ექნება პრეზიდენტს“.

„პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, ამ ვეტოს რა ბედი ეწევა საბოლოო ჯამში, მაგრამ თუ იგი ჩათლის საჭიროდ, რომ „ნაციონალების“ და მისი განშტოებების მოწოდებებს უნდა უპასუხოს აუცილებლად და ვეტო დაადოს ამ კანონპროექტს, ეს მისი საქმეა. ჩვენ ეს კანონპროექტი იმიტომ არ გვიქცევია კანონად, რომ ასე მარტივად ჩავაბაროთ იგი ისტორიას, რა თქმა უნდა, ვეტოს არსებობის შემთხვევაში, ვეტო დაძლეული იქნება, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება რაღაც მაინც იქნეს გათვალისწინებული, გააჩნია, რა შემხვედრი წინადადება ექნება პრეზიდენტს“,-განაცხადა კვაჭანტირაძემ.

სხვა სიახლეები