სერგო რატიანი „მოსმენებზე“ - „პრეზიდენტმა ამ კანონს ვეტო აუცილებლად უნდა დაადოს“

  • 20 მარტი 14:30
  • 148

„მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა კანონს ეგრეთ წოდებული ფარული მოსმენების შესახებ, ვეტო უნდა დაადოს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ის არ უნდა ექვემდებარებოდეს იმ უწყებას, რომელიც აწარმოებს გამოძიებას და ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ძალაუფლების კონცენტრირება სუს-ის ქვეშ ხდება.

ის აკონტროლებს არა მარტო ოპოზიციას და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობას, არამედ ხელისუფლებასაც. ჩვენ, პოლიტიკურმა სპექტრმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს კანონი შევაჩეროთ“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

ახალი ამბები

2630 სტატია

სხვა სიახლეები