„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეული პროგრამა, პრაქტიკულად, ჩვენი 4-პუნქტიანი გეგმაა“

  • 20 მარტი 13:35
  • 292

„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მისიის დონეზე, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ახალი პროგრამის დაწყებაზე, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ სავალუტო ფონდთან მიღწეული პროგრამა, პრაქტიკულად, ჩვენი მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმაა“, - განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ სიტყვით გამოსვლისას.

„ეს არის ის გეგმა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ; ჩვენ მოვინდომეთ; ჩვენ გავაკეთეთ მისი დეკლარირება; ჩვენ შევპირდით ჩვენს ამომრჩეველს და რაც მთავარია, ჩვენ თავად ვართ დარწმუნებული მის აღსრულებაზე,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

„სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ ხმამაღლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სავალუტო ფონდი და საერთაშორისო თანამეგობრობა სრულიად უჭერს მხარს იმ რეფორმებს, რომლებიც ჩვენს ქვეყაანში ტარდება,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

სხვა სიახლეები