ელისო კილაძის მეუღლემ მხედრული მამაცობისთვის მიღებული ჯილდო სახელმწიფოს უკან დაუბრუნა

  • 20 მარტი 13:11
  • 1357

გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ მოდულთან მისი მეუღლის საგანგებო განცხადება წაიკითხა, სადაც ნათქვამია, რომ პროტესტის ნიშნად მისმა მეუღლემ სახელმწიფო ჯილდოზე უარი თქვა.

პოლიციის ვიცე პოლკოვნიკს ჯილდო განსაკუთრებით საშიში კრიმინალური დაჯგუფების დაკავებისთვის გადაეცა.

„საქართვერლოს შს მინისტრს, ბატონ გიორგი მღებრიშვილს, ბატონო მინისტრო, დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე დავაბრუნო სახელმწიფო ჯილდო, მედალი მხედრული მამაცობისათვის, რომელიც მე შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის დროს, იმდროინდელი შს მინისტრის კობა ნარჩემაშვილის წარდგინებით, განსაკუთრებით საშიში კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის გამო მივიღე, დაჯგუფება ეწეოდა დასავლეთ საქართველოში ადამიანების გატაცებას.

მივიღე გადაწყვეტილება, ეს ჯილდო ჩემზე უფრო მეტად თქვენ გჭირდებათ, რათა დააჯილდოვოთ ის პოლიციელები, რომლებმაც დიდი ოდენობით ნარკოტიკი ჩაუდეს ჩემ შვილს დავით ხარშილაძეს, ეს მათ წაახალისებს და გულმოდგინეობას შესძენს, შეასრულონ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დაკვეთები“,-ნათქვამია განცხადებაში.

სხვა სიახლეები