„ღმერთია მოწამე, არავის მკვლელობა არ მიგულისხმია“ - დეკანოზი წერილს ავრცელებს

  • 20 მარტი 11:32
  • 2070

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ გაზეთ „კვირის პალიტრას“ ციხიდან წერილი გაუგზავნა, სადაც ის საზოგადოებას მიმართავს. როგორც დეკანოზი წერს, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ისმის მისი სიტყვები - „დასაბრედია“, „მარილზე გასაშვებია“.

„ღმერთია მოწამე, არავის მკვლელობა არ მიგულისხმია. მე და ჩემი ნათესავი ხუმრობასა და შაყირნარევ საუბარში ავყევით ერთმანეთს, მაპატიეთ ჟარგონისთვის, „მარიაჟობასაც“ დავარქმევდი. მაშინ სამწუხაროდ ვერ ვხვდებოდი, რა მიზანი ჰქონდა ამ ყველაფერს. ერთიც მინდა ვთქვა, იმ ავადსახსენებელ ნივთიერებაზე მართლაც ვეკითხებოდი. თუ რისთვის ვეკითხებოდი, ეს გამოძიებამ კარგად იცის. მე ეს ნივთიერება არ შემიძენია და არც არასოდეს მქონია“ - წერს დეკანოზი.

დეკანოზ გიორგი მამალაძის თქმით, ის ამ წერილს ავრცელებს იმისთვის, რომ საზოგადოებას შენდობა სთხოვოს.

„ამ წერილს კი იმისთვის ვწერ, რომ შენდობა გთხოვოთ, თუკი რომელიმე თქვენგანისთვის რწმენის დამაბრკოლებელი აღმოჩნდა ჩემი უხამსი საუბარი“, - წერს დეკანოზი.

სხვა სიახლეები