რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა

  • 19 მარტი 23:04
  • 651

რუსთავში, გურამიშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა. ნამწვით ინტოქსიკაცია ორმა ქალბატონმა და ერთმა მამაკაცმა მიიღო.

ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამდიცინო დახმარების ბრიგადები.

მედიკოსთა განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტები საავადმყოფოში დროულად გადაიყვანა. მათ სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ და სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

სხვა სიახლეები