"თუ თურქეთში სიკვდილით დასჯა აღდგება, ეს მოლაპარაკებების შეჩერებას გამოიწვევს"

  • 19 მარტი 22:24
  • 587

თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენა, რომელზეც ანკარა 16 აპრილს გასამართი რეფერენდუმის შემდეგ იმსჯელებს, ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას შეუშლის ხელს.

ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან კლოდ იუნკერმა გამომცემლობა Bild-თან იტერვიუში განაცხადა.

"თუ თურქეთში სიკვდილით დასჯა აღდგება, ეს მოლაპარაკებების შეჩერებას გამოიწვევს", - აღნიშნა იუნკერმა.

იუნკერისათვის მიუღებელია მოწოდებები, რომოლის თანახმად თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები ახლავე უნდა შეწყდეს. მისი თქმით, მოლაპარაკებები ოფიციალური ანკარის მიერ ევროპული ღირებულებების მიუღებლობის გამო უნდა შეწყდეს.

შეგახსენებთ, რომ 6 აპრილს თურქეთში რეფერენდუმია დაგეგმილი, სადაც პრეზიდენტისათვის ძალაუფლების გაზრდის საკითხი გადაწყდება.

ცნობისათვის, 2016 წელს თურქეთში სახელმწიფო გადატრიელების მცდელობის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება აქტიურად განიხილავს საკითხს სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ.

სხვა სიახლეები