მოპარულია აშშ-ს საიდუმლო სამსახურის ნოუთბუქი, რომელშიც „ტრამპ თაუერის“ დეტალური სქემა ინახებოდა

  • 18 მარტი 16:40
  • 1059

ნიუ იორკში აშშ-ს საიდუმლო სამსახურის ერთ-ერთი აგენტის მანქანიდან ნოუთბუქი მოიპარეს. BBC-ის ინფორმაციით, საიდუმლო სამსახური აცხადებს, რომ ინფორმაცია კომპიუტერში დაშიფრულია და გარდა ამისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია მასში არ არის. თუმცა, ცნობილია, რომ კომპიუტერში „ტრამპ თაუერის“ დეტალური სქემა ინახებოდა.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ამერიკული ტელეკომპანია ABC News-ი, რომლის ინფორმაციითაც, ნოუთბუქში იყო გარკვეული ცნობები ჰილარი კლინტონსა და რომის პაპ ფრანცისკეს შესახებ.

პოლიცია მომხდარს უკვე იძიებს. როგორც ცნობილია ნოუთბუქი ჩანთაში იყო, რომელიც უკვე ნაპოვნია. საიდუმლო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მათი აგენტი დანაშაულის მსხვერპლი გახდა.

New York Daily News წერს, რომ ნოუთბუქში მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო და მას პოლიცია „გიჟივით ეძებს“.

სხვა სიახლეები