ესტონეთში ალიანსის სამხედრო ნაწილების რიცხვი იზრდება

  • 18 მარტი 16:30
  • 1074

ესტონეთში ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედროები ჩადიან. როგორც BBC წერს, 120 ბრიტანელი ჯარისკაცი ალიანსის ოპერატიული ჯგუფის ფარგლებში, უკვე ესტონეთშია. ნატო-ს ოპერატიული ძალები იქმნება ბალტიის ქვეყნებში და პოლონეთში რათა შესაძლო რუსული აგრესია შეაკავონ.

აპრილში ესტონეთში ბრიტანული კონტიგენტის ძირითადი ნაწილი ჩავა და მათი რიცხვი 800-მდე გაიზრდება. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ნატო საკუთარი პრინციპების ერთგული რჩება.

ბრიტანელი ჯარისკაცების გარდა, ესტონეთში განლაგდებიან ფრანგი ჯარისკაცებიც, ხოლო მომდევნო წლიდან დანიის სამხედრო ნაწილებიც. ამ კვირაში ესტონეთში გადაისროლება ჯავშანტრასპორტიორები Warrior, ტანკები Challenger 2 და თვითმავალი ჰაუბიცები AS90.

სხვა სიახლეები