საფრანგეთში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, პოლიციამ მოზარდი დააკავა

  • 16 მარტი 17:10
  • 789

საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ გრასეში პოლიციამ 17 წლის ბიჭი დააკავა მას შემდეგ, რაც სკოლის შენობასთან განხორციელებული სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიჭრა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მეორე ეჭვმიტანილი გაიქცა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი სავარაუდოდ ორ მოზარდს შორის უთანხმოებას უკავშირდება.

შემთხვევის ადგილზე ანტიტერორისტული დანაყოფები გაგზავნეს. გრასე საფრგანგეთის პარფიუმერიის ინდუსტრიის ცენტრია, ქალაქს დაახლოებით 44 კილომეტრი აშორებს ნიცასთან, სადაც ივლისში, ხალხმრავალ ადგილზე სატვირთო ავტომობილის შეჭრის შედეგად, 86 ადამიანი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

3906 სტატია

სხვა სიახლეები