სვანეთისუბანში საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა

  • 16 მარტი 14:38
  • 640

თბილისში, სვანეთისუბანში საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში News.ge-ს განუცხადეს, ადგილზე გასული იყო სახანძრო სამსახურის 7 მანქანა. 

სახანძროს მისვლიდან რამდენიმე წუთში მოხდა ხანძრის ლოკალიზება და კიდევ რამდენიმე წუთი დასჭირდა ცეცხლის ლიკვიდაციას. 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

სხვა სიახლეები